“პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია ერთიან პოზიციაზე შეჯერდა…”

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ერთ კვირაზე მეტია ხელისუფლებისგან ელოდებიან პასუხს იმის შესახებ, თუ როდის და რა ფორმატში დაიწყება მოლაპარაკებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლები დიალოგის გაჭიანურებას მმართველ გუნდში ჩამოყალიბებული პოზიციის არარსებობას უკავშირებენ.

დღეს კი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა სასტუმრო ”თბილისი მარიოტშია” დაგეგმილი.

“პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია ერთიან პოზიციაზე შეჯერდა – საარჩევნო სისტემა უნდა იყოს პროპორციული,” – ამის შესახებ განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.