ალექსანდრე კობაიძე “ტვ პირველის” ოპერატორზე – რა არ მინახავს, რა არ გამიგონია, მაგრამ გვამის გატაცება, ჯერ არა – საქმე გვაქვს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებთან

რა არ მინახავს, რა არ გამიგონია, მაგრამ გვამის გატაცება, ჯერ არც მინახავს და არც გამიგონია.

“არანაირი მორალური და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ ემოქმედა პოლიციას და დღისით, მზისით გვამის გატაცება მოეხდინა”, – ასე გამოეხმაურა  პარტია “პროგრესული საქართველოს” ლიდერი, ალექსანდრე კობაიძე “ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, რომლის ცხედარიც დღეს, სახლში იპოვეს.

როგორც კობაიძე აცხადებს, ოპერატორის გარდაცვალების საქმეში სამოხელეო დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

“რა არ მინახავს, რა არ გამიგონია, მაგრამ გვამის გატაცება, ჯერ არც მინახავს და არც გამიგონია. აღნიშნულ ქმედებაზე, მინიმუმ საქმე გვაქვს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებთან. მაგალითად: ვინ გასცა ბრძანება გვამის დაუყოვნებლივ გატაცების და ვინ არიან აღმსრულებლები? ამ კითხვაზე აუცილებლად პასუხია გასაცემი!!!

გვამის გატაცებას რა გამართლება აქვს?! თქვენ სულ….

წარმოიდგინეთ თქვენი თავები გარდაცვლილი ოჯახის წევრებად და მიხვდებით, თუ რა ჩაიდინეთ….!!!

ახლა ამის ,,გაპრავებასაც” შეეცდებით!”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი იყო დღეს საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. იგი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მოძალადე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს.