გიორგი კვაბზირიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე – ახლა სადაა ის მღვდელი ძალადობის კურთხევა რომ გასცა?! ახლა სადაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც სპეცრაზმი  არ გამოიყვანა რომ ეს არ დაეშვა?!

სადაა მთავრობა თუღა არსებობს საერთოდ?! ვინ გასცემს პასუხს ლექსოს ოჯახს, მეგობრებს და იმ ხალხს, ვინც დღეს შოკშია ამდენი მარაზმით, რაც ქვეყანაში ხდება,”- ასე ეხმაურება “პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვაბზირიძე “ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების დროა.

“ახლა სადაა ის მღვდელი ძალადობის კურთხევა რომ გასცა?! ახლა სადაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც სპეცრაზმი  არ გამოიყვანა რომ ეს არ დაეშვა?! სადაა მთავრობა თუღა არსებობს საერთოდ?!

ვინ გასცემს პასუხს ლექსოს ოჯახს, მეგობრებს და იმ ხალხს, ვინც დღეს შოკშია ამდენი მარაზმით, რაც ქვეყანაში ხდება?! სასწრაფო და რადიკალური ცვლილებების დროა‼️ ყველანი პარლამენტთან დღეს 6 საათიდან!,” – აცხადებს გიორგი კვაბზირიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 5 ივლისს რუსთაველზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს.