“მარეგულირებელში შესულია განაცხადები და ახალ წლამდე აპირებენ ტარიფების გაძვირებას!”

“ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გზით გაიფორმა თუ არა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობა, დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ძარცვის ახალი ეტაპი.
მარეგულირებელ კომისიაში შესულია განაცხადები და ახალ წლამდე აპირებენ დენზე, წყალსა და გაზზე ტარიფების მკვეთრად გაძვირებას.
“ეს გადაწყვეტილებები ქვეყანაში არსებულ ისედაც უმძიმეს სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას კატასტროფულს გახდის და ასი-ათასობით გაჭირვებულ ჩვენს თანამოქალაქეს ზამთრის გატარება მოუწევს უშუქობაში, სიცივესა და უწყლობაში. ტარიფების გაძვირების მძარცველურ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ქვეყნის კრიმინალ-ოლიგარქ მმართველ ივანიშვილსა და მის მილიონერთა-კორუმპირებულ კლანს”-აცხადებს გუგავა.

კომენტარის დატოვება