საპატრიარქო 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი არ არის – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე საპატრიარქო პასუხისმგებელი არ არის და თუკი ცალკეული სასულიერო პირებისგან გამოიკვეთება მოწოდება ძალადობისკენ, ისინი დაბარებულები იქნებიან საპატრიარქოში.

“საპატრიარქო ამაზე პასუხისმგებელი არ არის. ცალკეულ სასულიერო პირს, რომლისგანაც გამოვლინდება რაიმე დარღვევა, მას აუცილებლად დაიბარებენ და აუცილებლად მოსთხოვენ. ერთი შემთხვევა იყო იმ სასულიერო პირთან დაკავშირებით და მას მოუწია ახსნა-განმარტებების გაკეთება საპატრიარქოში და მან ამის მერე გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც ითხოვს საზოგადოებისგან და ეკლესიისგან შენდობას,“ – ამბობს დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე).