მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა – საფრანგეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მედიის და უმცირესობების დაცვის ვალდებულება უნდა აიღოს.

მისი თქმით, დიპლომატებს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ჰქონდათ.

“დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა” – აცხადებს ელჩი.