ევროკავშირის ელჩი 2 საათი ცდილობდა უსაფრთხოების გარანტიის მოპოვებას და ეს ვერ მიიღო – თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ევროკავშირის ოფისში, ელჩი 2 საათის განმავლობაში ცდილობდა, რომ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებიდან, უსაფრთხოების გარანტია მოეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ.

“მისი პირადი თხოვნით, ჩვენ ვიმყოფებოდით ევროკავშირის საელჩოს შენობაში და ვითვალისწინებდით მის თხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გავსულიყავით შენობიდან მანამ, სანამ ეს არ იქნებოდა უსაფრთხო და პოლიციის მხრიდან არ იქნებოდა გაცემული უსაფრთხოების გარანტია. 2 საათის განმავლობაში ევროკავშირის ელჩი ცდილობდა, აღნიშნული უსაფრთხოების გარანტიის მოპოვებას და ეს ვერ მიიღო”,-თქვა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.