გიგი უგულავა: ეს სასამართლო არ არის, ეს არის „ტროიკა“- არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რომ პატიმარს სასამართლოზე დასწრებაზე უარს ეუბნები

დედამიწის ზურგზე არსად ხდება, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს უარს ეუბნები გამოგონილი მიზეზების გამო,  რუსეთი არ აკეთებს ხალხო ამას– ამის შესახებ გიგი უგულავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც დაატოვებინეს საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობდა.

როგორც უგულავა ამბობს, ამ ყველაფერზე მას ჰქონდა რეაქცია, რის გამოც სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს. სამმა მოსამართლემ გვითხრა, რომ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის გარეშე გააგრძელოს პროცესი. ბუნებრივია, ამაზე მქონდა რეაქცია

„ეს პროცესი არის ზუსტად იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ დღეს თბილისის ქუჩებში ვუყურებდით, 50-მდე კაცი დააკავეს, ბელორისის და რუსეთის საუკეთესო ტრადიციებში, პოლიცია მოქმედებდა როგორც, სამწუხაროდ, ძაღლები, ძაღლობასავით. აი, ამის გაგრძელება იყო ზუსტად სასამართლოში. პირველ რიგში, ჟურნალისტების, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, ეს არის ჩვეულებრივი „ტროიკა”. საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, კი ბატონო, კოვიდრეგულაციების გამო ამდენი კამერა ვერ შევა, მაგრამ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მაშინ  „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” აწიოს სიგნალი და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა, ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. პირველ რიგში, გამჭვირვალობა და საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულებას. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია.

მეორე საკითხი, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს, არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთი არ აკეთებს ხალხო ამას, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს უარს ეუბნები, გამოგონილი მიზეზების გამო. ჩვენ მოვითხოვეთ პენიტენციალური დეპარტამენტის უფროსის, ის პასკვილი რომ მიწერა, ვერ უზრუნველვყოფთ მოყვანასო, მაშინ მოსულიყო და განემარტა.

ადვოკატმა დღეს და განაცხადა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სააკაშვილი მზად არის, მოვიდეს, პროცესში მიიღოს მონაწილეობა და საზოგდოების წინაშე წარდგეს. აქაც უსისხლძარღვოდ, ვიშინსკის, იაგოდას, ბერიას და სტალინის საუკეთესო ტრადიციებით სამმა მოსამართლემ გვითხრა, რომ არა, სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის გარეშე გააგრძელოს, აი, ასეთი ურცხვი ტონალობით. ბუნებრივია, ამაზე მქონდა რეაქცია, რადგან ეს არ არის სასამართლო, თავისივე პრაქტიკა ათასჯერ დაარღვიეს. ჩემს შემთხვევაში და მელიას შემთხვევაშიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მოსამართლეს არ ჰქონია პრობლემა, დღეს რატომღაც პირდაპირ ეთერში გადაცემა პრობლემაა. ყოველთვის, როდესაც ბადრაგირება ხდება, წინა დღეს სულ მცირე პატიმარს იმას მაინც ეუბნებიან, რომ აპირებ თუ არა წაბრძანებას. გუშინ, დღეს არავის მიხეილ სააკაშვილისთვის არ უკითხავს, აპირებს თუ არა ის, ანუ კითხვაც კი არ დაუსვეს, პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ არ მიჰყავთ.

ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის უფლება რომ წაართვეს, რაც თვეში არის სამჯერ თხუტმედწუთიანი სატელეფონო ზარი, ამაზეც უარია, ყველაფერზე უარია. ეს არის ჩვეულებრივი კარტელი, დანაშაულებრივი კარტელი, თან ისე რცხვენიათ, ამ საზიზღრობას რომ სჩადიან, სახეებს მალავენ. რა თქმა უნდა, მე გამომაძევეს, რადგან ამ ყველაფერზე მქონდა რეაქცია და რაღაც წაილუღლუღა. შემდეგ აღარც დარჩენას ვაპირებდი. ეს არ არის სასამართლო პროცესი, ადამიანს ეუბნებიან სასამართლოზე მოყვანაზე უარს, უარს ეუბნებიან სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია. ყველაფრზე უარს ეუბნებიან, არც შენი ხმა არ გამოჩნდეს, არც შენი ვიზუალი. სასამართლო არის ჩვეულებრივი „ტროიკა”. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაკვეთაა, რადგან შესციცინებდნენ, რასაც ეტყოდა ჯარჯი პროკურორი, იმას შემდეგ ლამაზად აფორმებდნენ. სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ, გულისამრევია, ეს სასამართლო არ არის. ეს არის „ტროიკა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.