ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას „კამერების კორიდორი“ მოუწყვეს – კოლეგები გარდაცვლილ ოპერატორს ტაშით დაემშვიდობნენ

სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს. სახლიდან გამოსვენების შემდეგ ლექსო ლაშქარავას ცხედარი სწორედ კოლეგების მიერ გაკეთებულ დერეგანში გაატარეს.

გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობნენ.

ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.

დღეს ოპერატორის ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და სასულიერო პირებმა.

ლექსო ლაშქარავას მამის გვერდით, ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ.