„დელტა” შტამი ინტენსიურად ცირკულირებს – ლუგარში სულ 79 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის ლაბორატორიულად ინდური შტამის 79 შემთხვევაა დადასტურებული.

„მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების აცრას, რომ მათ არ მიუტანონ ინფექცია ბავშვებს, რადგან დღეს ბრიტანული შტამის გარდა, საკმაოდ ინტენსიურად ცირკულირებს „დელტა” შტამი, და გვაქვს გასულ კვირაში უკვე დამატებით 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

„დელტა” შტამის სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული, მაგრამ გათვლებით დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება ქვეყანაში საერთო ინფიცირების დაახლოებით 20 პროცენტს. ეს ციფრი გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ბრიტანულ შტამს უკვე ანაცვლებს დელტა შტამი, ინდური შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისას და მეტი გადამდებლობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში”, – განაცხადა გამყრელიძემ.