იანვარში იქნება მეხუთე ტალღა – ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე – გიორგი ფხაკაძე

„ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იანვარში ვირუსის მე-5 ტალღაა მოსალოდნელი.

„ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე, რადგან კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ აკეთებს ამას არავინ იცის.“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 58.