კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქე ვაქცინის შეცვლას შეძლებს – ივანე ჩხაიძე

„მათ, ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი რეაქცია დაუდასტურდა და გვერდითი რეაქცია იმუნიზაციის ჯგუფმა შეაფასა, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე დოზა სხვა ტიპის ვაქცინით გაიკეთონ“, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვთქვათ, „ასტრაზენეკაზე“ გვქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული შესაბამისი ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე დოზა გაიკეთოს „ფაიზერით“ ან ნებისმიერი სხვა ვაქცინით, რომელიც მას სურს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.