კონგრესის გადაწყვეტილებით “იმედის წიგნის” წარდგენა საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაიმართება

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესმა, რომელიც 5 აგვისტოს გაიმართა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი გადაწყვეტილებით რომან რურუას წიგნის „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ წარდგენა უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ მოხდება.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის პრეს-ცენტრის განცხადებით, წიგნის წარდგენა მოხდება კიევში, მინსკში, მოსკოვსა და პეტერბურგში.

-“იმედის წიგნის”  ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში და თბილისში მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის-“ეროვნული თანხმობისათვის” კონგრესის სესიაზე წარდგენის შემდეგ, ასეთივე შეხვედრები შედგება ქართული დიასპორის და საქართველოს მეგობართა წარმომადგენლებთან.

კიევში შეხვედრა 7 აგვისტოს გაიმართება,  მინსკში-8აგვისტოს ,მოსკოვსა და პეტერბურგში 9,10,11 აგვისტოს.

კიევში ეს შეხვედრა შედგება ქართულ კულტურულ ცენტრში “ლაზიკა”,19.00 საათზე. (Метро маидан незалежности. Ул. Малая житомирская -11 Культрный центр “ЛАЗИКА “)..

უკრაინულ- ამერიკული “ბედნიერების ინსტიტუტის” დამფუძნებლებმა,პროფესორებმა, ვლადიმერ ჩეპევოიმ და ალექსანდრ ჩუევმა, კიევის ტარას შევჩენკოს ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორმა ნატაშა იაკინჩუკმა-უკვე დაადასტურეს შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი“-ნათქვამია პრეს-ცენტრის განცხადებაში.

კონგრესის სრული ვიდეო-ჩანაწერი იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9d-3/