„ყველა უბანს ჰყავს თავისი “ფეხი” და შსს-მ თუ არ იცის, ეს კიდევ ერთი მინუსია მათი“

საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებულია Gem Festზე მომხდარი მოვლენების გამო და ფესტივალის დახურვას, ზოგი კი საერთოდ აკრძალვას მოითხოვს, მაგრამ ვაი რომ პრობლემა იმდენად ღრმაა და ისეა მეტასტაზები გასული მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ამ ფესტივალის დახურვით ვერაფერს გავხდებით.

გუშინ ლექტორი ზაზა სიამაშვილი ჩავწერეთ, რომელმაც თქვა ფრაზა, რაც ჩვენს სიტყვებს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

არ არის ბათუმის სანაპიროზე ფესტივალი, მაგრამ დათვალონ შპრიცები!“-განაცხადა სიამაშვილმა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%a8%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9a/

 Gem Fest დაწყებულიც კი არ იყო, როცა ზაზა ჭაიამ ღიად განაცხადა:

-„თბილისი ნ ა რ კ ო ტ ი კ ე ბ მ ა წალეკა. ლამის ნებისმიერ დიდ, ახალ თუ ძველ თბილისურ ე ზ ო შ ი, დილიდან იწყება ,,მ ო ძ რ ა ო ბ ა”, ფულის ,,ჩალიჩი”, ,,გ ა ნ ე ც ე ბ ი” და ,,ფეხები” მზად არიან ,,რისკის” გასაწევად, ,,ბარიგასთან საფრენად”, თან იციან, რომ ,,გ რ ე ვ ი ც” შეხვდებათ, თუმცა რა რისკის, არაფრის ეშინიათ და არავისი ე რ ი დ ე ბ ა თ“.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94/

ასე რომ, პრობლემა უფრო ღრმაა და უკვე ყველა ქალაქსა თუ სოფელს მოედო!

აღნიშნულ თემაზე რამდენიმე ახალგაზრდას გავესაუბრეთ, მათ ვინაობას კონფედენციალურად დავტოვებთ, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ნარკოტიკდამოკიდებულდა მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ყოფილან მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნის აქციაზე და მოუწევიათ კიდეც, ნარკოტიკების წინააღმდეგნი არიან და კანონის გამკაცრებასაც მოითხოვენ.

-მართლა შესაძლებელია ასე ადვილად ნებისმიერი ნარკოტიკის შეძენა?

-კი, სიმართლეა. აი მე და შენ ყიდვა მოგვინდა სიტყვაზე „გერაინის“, ასე ხომ ვერ წავალთ და ძებნას ხომ არ დავუწყებთ აბა ვინ ყიდის, სად ყიდის და როგორ შევხვდეთო. ამ დროს შენ უკვე გჭირდება ვინმე ისეთი ნაცნობი, ახლობელი, ვინც იცი რომ ამ თემაშია, მერე უკვე იმის დახმარებით აიღებ იმას, რაც გინდა, ხოლო

ეგეთი ტიპები, ვინც იცის სად, როგორ, რანაირად, ყველა უბანს თავისი ჰყავს და მათ

ე.წ “ფეხი” ეწოდებათ.

-დავუშვათ ვიცი ვინ არის ეს „ფეხი“. რა ხდება მერე?

-მერე მაგალითად მე და შენ დავდეთ 70 – 70 ლარი,  ამის მერე ან მივცემთ „ფეხს“

ან კიდევ ჩავრიცხავთ ანგარიშის ნომერზე, ხოლო ე.წ „ფეხი“ წავა და მოიტანს.

ან მეორე ვარიანტიცაა– ჩარიცხვის მერე მოგვწერონ მისამართი და თავად აიღებ.

თუ ფეხი მიდის ასაღებად, ის თავის წილს აუცილებლად დაიტოვებს

ან შენ მოგიწევს დაუტოვო, რადგან „ფეხია“ და დარბის, მოძრაობაშია,

ხოლო თუ შენ წახვალ ასაღებად, ცოტა რისკის ფაქტორია, აი, ამ სქემით მუშაობს ეს სისტემა.

-და ამ სქემით შეიძლება ყველა სახის ნარკოტიკის შეძენა?

-კი, თუ გინდა გერაინს აიღებ, თუ გინდა სუბოტექსს, თუ გინდა ბიოს…მოკლედ, ყველა სახის ნარკოტიკს. ეს არის ძალიან ცუდი, დამღუპველი და უკვე კატასტროფა, რადგან ასე 15-16 წლის გოგო-ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდენია ნარკოტიკი. არასდროს გამისინჯავს და არც არასდროს გავიკეთებ. აი, მარიხუანა კი მომიწევია, მაგრამ ეგ არ კლავს. ისე კი, იცი როგორ უნდა იყოს?

-აბა რა ვიცი, შენ რას ფიქრობ?

-აბონიმენტი ან რამე ასეთი უნდა იყოს მხოლოდ ნატურალურ მარიხუანაზე და

სამკურნალო რეცეპტით უნდა იღებდეს პიროვნება თვეშ ერთხელ იმდენს, რომ

7–8 დღე ეყოს ანუ  გამოიზოგოს და ბევრი არ მოწიოს, ოღონდ ასეთ ადამიანებზე

უნდა გაკეთდეს ბაზა და უნდა მიეწეროს, რომ მოიხმარენ მარიხუანას. ასეთმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მოწევის მერე ეკრძალებათ საჭესთან დაჯდომა. უფრო კარგი იქნება, თუ იქნება რეკრეაციული ზონები და იქ წამოეყრებიან და იცინებენ ან ვისაც უნდა სახლში მოწიოს.

-მარიხუანაც ხომ ნარკოტიკია, თუ შენ კანონის გამკაცრების მომხრე ხარ, რაღაც არ ჯდება…

-ხარისხიან, ნატურალურ მარიხუანას იმხელა ძალა აქვს, რომ შეიძლება ნარკომანს

წამალიც კი გადააგდებინოს. მომხრე ვარ, რომ ერთ პიროვნებას მიეცეს უფლება

გაზარდოს მხოლოდ სამი ძირი მარიხუანა და ისიც მხოლოდ  სახლში.

-და რატო?

-მე მაგალითად საერთოდ მიხსნის სტრესს და დეპრესიას, დაღლილობასაც,

ხდები უფრო მოსიყვარულე,სათნო, თბილი, წყნარი, მშვიდი,მრავალფეროვანიც კი ხარ, გაქვს სურვილი რაიმეს შექმნის-მუსიკის ან ნახატის ან რაიმესი. უბრალოდ იცი, რომ სასიკვდილო არ არის. აბა რა ნარკოტი შემოდის და რას ყიდულობენ ვინ იცის? იმიტომაც არის, რომ ამდენი ახალგაზრდა იღუპება. აი, მანაგია-ცუდია. არ უნდა მიეტანონ მაგას. საოცრად მაღიზიანებს კოლექტიური მოწევები, აი ბიჭებში ან გოგოებში, ვერ ვიტან, მეზიზღება!

-იცი რაზე ვფიქრობ, რაც წეღან თქვი-„ფეხი“ ყველა უბანს ჰყავსო. ეს თუ ახალგაზრდებმა იციან, სამართალდამცველებმა არ იციან?

-(იცინის) შენ როგორ ფიქრობ? ისე, თუ არ იციან, ესეც მაგათი მინუსია და თუ იციან და არ მოქმედებენ, ეგ ორჯერ მინუსი. მკაცრი მიდგომაა საჭირო, თორემ ვერ გააჩერებენ ამ პროცესს და ძალიან ცუდი შედეგი დადგება, იმაზე ცუდი, რაც ახლა გვაქვს.

საუბრისას ლუკა ფეიქრიშვილის ნათქვამი გამახსენდა-„თბილისის ყველა უბანში იღება ყველა ნარკოტიკი!!!“-ო გუშინ რომ გვითხრა. რატომღაც არც მას სჯერა, რომ თუ ახალგაზრდებმა იციან ასეთი წრტილები, პოლიციამ არ იცის.

იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%95/

მდგომარეობა საგანგაშოა! გაფრთხილებაა საჭირო.