რესტორნებმა თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს

რესტორატორთა ასოციაციამ  6 თებერვალს თვითნებურად გახსნა გადაიფიქრა.

როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ  „მთავარში“  გამართუ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, შაბათს აქცია არ ჩატარდება.

„ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება ყინულის გალღობაა. ჩვენ, როგორც იცით, დაანონსებული გვქონდა შაბათს გახსნა და სურვილი გვქონდა სტუმრები მიგვეღო, მედიამ ეს მონათლა როგორც „დაუმორჩილებლობის აქტი“ , მე ამას თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობას დავარქმევდი.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და მიტანის სერვისით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას. “, – განაცხადა ბურჯანაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე.