ქორწინების  სახლთან ტრანსფორმატორის აფეთქებას  14 ადამიანი ემსხვერპლა

 

ინდოეთში, ერთ-ერთ დასახლებაში  მმაჩის ბიუროსთან ახლოს, საქორწილო ცერემონიალის დროს  ტრანსფორმატორი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა 7 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დანადგარის აფეთქების მიზეზი მისი ექსპლუატაციიდან გამოსვლა გახდა.