“2020 წელსაც გამოვალთ ძლიერი გუნდით“

არჩილ თალაკვაძე ამბობს,რომ მმართველ პარტიაში განხეთქილება არ არის და “ქართული ოცნება” 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებსაც ძლიერი, ერთიანი გუნდით შეხვდება. მისი თქმით ეს არია ჯანსაღი სამუშაო პროცესი.

„ჩვენ აუცილებლად შევძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობას, ჩვენ გვექნება მყარი უმრავლესობა 2020 წლამდე და 2020 წელსაც გამოვალთ ძლიერი გუნდით“-ამბობს თალაკვაძე.