„აბსოლუტურად უსაფუძვლო კამპანია ჩვენი გუნდის წევრის, ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ“

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების, კერძოდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”  მიერ გავრცელებულ ვიდეო-რგოლს

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95/

ეხმიანება და ამბობს, რომ მიმდინარეობს დისკრედიტაცია არა მხოლოდ სასამართლო სისტემის, არამედ პარლამენტისაც.

-დღესითვის გვაქვს შეუდარებლად თავისუფალი სასამართლო, ვიდრე ეს იყო წლების წინ და კვლავ შეუჩერებლად ხორციელდება ამ სისტემის რეფორმირება, არსებობენ ძალები, რომლებიც მხოლოდ ცუდს ამჩნევენ სასამართლო სისტემაში და ცოცხალი თავით არ უნდათ კარგის აღნიშვნა და აღიარება, ამას სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჰქვია.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ადგილი აქვს პარლამენტის დისკრედიტაციის მცდელობასაც ამ მიმართულებით და დღეს ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო კამპანია ჩვენი გუნდის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც „სასამართლო სისტემის კლანულ მმართველობასა და ხელისუფლების შტოებს შორის კონტაქტს ასახავს“. ვიდეორგოლის მიხედვით, ერთ-ერთი საკონტაქტო პირი ამ ორ შტოს შორის, არის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.

საბედნიეროდ, საზოგადოება სწორად აფასებს მოვლენებს და ხედავს პროგრესს, რომელიც ჩვენი გუნდის აქტიური მუშაობითაა უზრუნველყოფილი” – აცხადებს მდინარაძე.