„სამართლიანობის აღდგენის დაპირებით რომ მოდიხარ, ადეიშვილის თანაშემწე რატომ უნდა დაიყენო გვერდით, თუ რამეში არ გჭირდება?“

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას -„ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო კამპანია ჩვენი გუნდის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ“

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%ab%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%99/

უფლებადამცველთა სახლის წარმომადგენელი ნატალია ხოხიაშვილი ეხმიანება:

-„სამწუხაროდ წინა ხელისუფლებას ფასადური დემოკრატია ჰქონდა, ეს ხელისუფლება დემოკრატიობანას გვეთამაშება, კარგად შეითვისეს და შეისისხლხორცეს მართვის ის მეთოდები, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დანერგა და ამ შემთხვევაში ზარდიაშვილების მსგავსი ხალხი მათ სასიცოცხლოდ ჭირდებათ!

მე სულ არ მიკვირს ის სქემა რაც არასამთავრობოებმა წარმოადგინეს, რამდენადაა ზარდიაშვილი დაკავშირებული ამ სქემასთან არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია – სამართლიანობის აღდგენის დაპირებით რომ მოდიხარ, ადეიშვილის თანაშემწე რატომ უნდა დაიყენო გვერდით, თუ რამეში არ გჭირდება? ადეიშვილის გვერდით რამდენი ბინძური დავალება ექნება შესრულებული და ასეთი შემსრულებლები ყველას სჭირდება, სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებასაც…“