გიორგი ლილუაშვილი: სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები!

პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლილუაშვილი 8 ოქტომბრის არჩევნების გაუქმებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

-„ერთი რამ ვერ გამიგია, როდესაც ცეესკოში პარტიები ბლოკებს ქმნიან და ისე მონაწილეობენ არჩევნებში ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც რეგისტრაცია გაუვლელი პარტიები სხვა რეგისტრირებული პარტიის სიებით მონაწილეობენ არჩევნებში ამას რა ქვია?

და როგორც მახსოვს ერთი ადამიანი მხოლოდ ერთი პარტიის წევრი შეიძლება იყოს.

მაშინ იქნებ ვინმემ ამიხსნას, “ქართული ოცნების” პარტიული სიით როდესაც ბლოკი არ დაურეგისტრირებიათ, როგორ მონაწილეობენ სხვა პარტიის წარმომადგენლები არჩევნებში და უთითებენ რომ სხვა პარტიის წევრები არიან, ასევეა სხვა პარტიების სიებიც, ნუთუ ამ სიებს არავინ არ ამოწმებს ცეესკოში რომ არეგისტრირებენ? ყველაფერს ეს ჩვენი ახლალი პარტია ხომ ვერ გაწვდება.

ეს არჩევნები ნამდვილად ბათილად უნდა გამოცხადდეს და ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ!“-აცხადებს ლილუაშვილი.

კომენტარის დატოვება