დავით ზალკალიანი – საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა, რითიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში

საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა, რითიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„შესანიშნავი სიახლე! საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა, რითიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. საქართველო რჩება თავისი დასავლური ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული და მზადაა გააგრძელოს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან ერთად,” – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.