ალექსანდრე კობაიძე – საქმე გვაქვს კლასიკურ ფორსმაჟორთან, ამიტომ ყველას, ვისაც ბანკებთან გაქვთ პრობლემა გთავაზობთ, მოხვიდეთ ჩვენთან და ჩვენ მოგიგვარებთ მას [ვიდეო]

უფლებადამცველი და  ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე  საზოგადოებაში არსებულ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მოსახლეობას ბანკებთან მიმართებაში დაუგროვდა.

როგორც კობაიძე აცხადებს, საქმე კლასიკურ ფორსმაჟორთან გვაქვს , რისთვისაც საჭიროა გაერთიანება და არსებული პრობლემების აღმოფხვრა.

„საქმე გვაქვს კლასიკურ ფორსმაჟორთან, ამიტომ ყველას, ვისაც ბანკებთან გაქვთ პრობლემა გთავაზობთ, მოხვიდეთ ჩვენთან, პროგრესულად მოაზროვნე ხალხთან და ჩვენ მოვაგვარებთ თქვენს  პრობლემებს.  დარწმუნებული ვარ, რომ დღეს  თითქმის ყველას აქვს ვალდებულება ბანკთან. აქედან გამომდინარე, მოგიწედებთ,  რომ გავერთიანდეთ არსებული პრობლემების ირგვლივ  და მოვაგვაროთ ის, რაც შეიძლება მალე,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.