საარჩევნო კოდექსში ცვლილება იგეგმება -საქართველოში ცხოვრების ორწლიანი ცენზი აღარ იქნება

საარჩევნო კოდექსში ცვლილება იგეგმება – საკრებულოს წევრად, გამგებლის და მერის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოში ცხოვრების ორწლიანი ცენზის დაკმაყოფილება საჭირო აღარ იქნება.

როგორც ცნობილია,  ინიციატივა “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განმარტებით, მოქმედი რეგულაცია ბუნდოვანი და არაეფექტიანია.

ცვლილება იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვის წესშიც – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი.