“გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ნგრევის პროცესი!”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: როგორც ვხედავთ სამწუხაროდ საქართველოში გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ნგრევის პროცესი”

 უფლებადამცველისა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „ თქვენი უფლებების“ სპიკერი გიორგი თევზაძე  ხელისუფლებისადმი განცხადება – მიმართვას ავრცელებს

-„როგორც ვხედავთ სამწუხაროდ საქართველოში გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ნგრევის პროცესი, რაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების საგანი ხდება, ჯერ იყო საყდრისი… ეხლა კი ფიტარეთის მონასტერია საფრთხეში, რომელიც ხვალ შეიძლება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ადვილად შესაძლებელია დაეკარგოს შთამომავლობას რაც საყდრისის მაგალითზე მოხდა.

ამასთანავე როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი „აგრეთვე იგეგმება ბნელ ხევში მასიურად ხეების გაჩეხვა, რაზეც თურმე შესაბამისი ნებართვაა გაცემული ,“ საინტერესოა კიდევ რომელი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი შეიძლება შეეწიროს ვიღაცის ხუშტურებს თუ ვიღაცის ბიზნესს, საზოგადოებაში ჩნდება ვარაუდი, რომ ხელისუფლებისა და გავლენიან პირთა მხარდაჭერის გარეშე ასეთი გადაწყვეტილებას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ვერ მიიღებდნენ… როგორც ეს საყდრისის მაგალითზე განხორციელდა.

მივმართავთ ხელისუფლებას, მათი პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას, მოუაროს საქართველოს ისტორიული მემკვიდეობის ძეგლებს და გაუფრთხილდეს მას,… რამეთუ მომავალი თაობები არავის აპატიებს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას“-აღნიშნულია  განცხადება – მიმართვაში.