“სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ…” – ფილმის რეჟისორი

F-news

ლევან აკინი

„და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის რეჟისორი 

„ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა, რა ხდება საქართველოში 8 ნოემბერს ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით. გარკვეულმა მემარჯვენე ჯგუფებმა და ეკლესიამ ფილმი დაგმო და გეგმავენ, ხალხი არ შეუშვან იმ ჩვენებაზე, რომლის ბილეთები გაიყიდა. აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სიმამაცე სჭირდებათ. ისინი შეწუხების, უფრო მეტიც, შესაძლოა, თავდასხმის რისკის ქვეშ დგებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად წავიდნენ. მე ეს ფილმი სიყვარულით და თანაგრძნობით შევქმენი.

ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის.

სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით”