“მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს…”

როგორც უკვე ცნობილია, სასამართლომ  20-21 ივნისის აქციის საქმეზე 16 ადამიანი, მათ შორის მაკო გომური, რომელმაც აქციის ღამეს თვალი დაკარგა, დაზარალებულად არ ცნო. ამ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილეს მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ იმედით ელოდება, გომური დაზარალებულის სტატუსს მალე მიიღებს.

„პირველ რიგში, ჩემთვის ეს არის მძიმე ადამიანური ისტორია. ახალგაზრდა ადამიანმა, ჩემმა თანატოლმა დაკარგა თვალი, მიიღო ძალიან მძიმე დაზიანება. მასზე როდესაც ვსაუბრობ და იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ დაშავდნენ, ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე, პირდაპირ გეუბნებით, თმები მიდგება ყალყზე და ძალიან განვიცდი. პირველ რიგში რაც ჩვენ გავაკეთეთ, მათ რეაბილიტაციაში დავეხმარეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.