ერევანში მისასვლელი გზა დაიკეტა, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

სომხური მედიის ინფორმაციით, არეულობის თავიდან ასაცილებლად სომხეთის პოლიციამ, ერევანში არეულობის თავიდან ასაცილებლად, სევანის სააავტომობილო გზა გადაკეტა. ამ დროისთვის, ერევანში შესვლა მხოლოდ ავტომობილების გარკვეულ ნაწილს შეუძლიათ.

   ერევანში, იმ რაიონიდან, სადაც შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა პოლიციის შენობა დაიკავა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც მხარს ოპოზიცინერ ჟირაირ სეფილიანს უჭერს, პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და დაიკავა.პოლიციის შენობაში მძევლებიც იმყოფებიან.  რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი სომხეთის ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

8d65c005fb95be19526956fdcb264119.i370x244x371 9bc01f183163d299c4be0c0a577536c0.i370x222x364 132bc8dfeeaf0da87f5ae3503dc1c531.i600x600x519 427cfb27c54b953e46c0c3229c09f28a.i370x237x369

კომენტარის დატოვება