პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ოფიციალური კრემლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში გაიმართება.

სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის  პრეზიდენტმა თურქ კოლეგას გადატრიელების მცდელობისას დაღუპული ადამიანების გამო თანაგრძნობა გამოუცხადა და დასძინა, რომ

რუსეთისთვის მიუღებელია სახელმწიფოს ცხოვრებაში ანტიკონსტიტუციური ქმედებები და ძალადობა. პუტინმა  იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში წესრიგს მალე აღადგენს.

თავის მხრივ ერდოღანმა პირობა მისცა პუტინს, რომ დაცული იქნება რუსეთის მოქალაქე ყველა ტურისტის უსაფრთხოება და განაცხადა, რომ უკვე სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 6000-მდე პირია დაკავებული.

კომენტარის დატოვება