ინჯირლიკის ავია-ბაზაზე გენერალი დააკავეს

Reuters-ის ინფორმაციით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის სამხედრო ბაზის ინჯირლიკის ხელმძღვანელი, გენერალი ბეკირ ერჯან ვანი დააკავეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, დააკავეს ბაზის რამდენიმე ჯარისკაცი, რომელმაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი ამბობს, რომ თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც ერთ სამხედროს ინჯირლიკის ბაზიდან გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა არ მიუღია.

The New York Times –ის ინფორმაციით თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკასა და მის მოკავშირეებს აუკრძალა ინჟირლიკის ბაზის მოხმარება ერაყსა და სირიაში ISIS პოზიციების დასაბომბად. გაზეთი სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს:

-„ამ დროისთვის თურქეთის ხელისუფლება უფლებას არ აძლევს ავიაციას ინჟირლიკის ბაზიდან აფრინდეს“.

გაზეთი წერს, რომ ვაშინგტონი ანკარასგან ასეთი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განმარტებას ელის.

უფრო ადრე კი თურქეთში ამერიკის საელჩომ თავისი ოფიციალური საიტით გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები, რომ ბაზას ელექტრომომარაგება შეუწყდა და არ მიუახლოვდნენ აღნიშნულ ტერიტორიას მანამ, სანამ მუსაობა არ იქნება აღდგენილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ქვეყანა, რომელიც იფარებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მთავარ დამნაშავეს, თურქეთის მეგობარი არ არის!“

 

კომენტარის დატოვება