იმ სახლების ბინადრებს, რომლებსაც კრემლის ხედი აქვთ, აღლუმის დროს აივანზე გასვლა აუკრძალეს – გერაშენკო

მოსკოვში, იმ სახლების ბინადრებს, რომლებსაც კრემლის ხედი აქვთ, 9 მაისის აღლუმის დროს აივანზე გასვლა აუკრძალეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

როგორც ის იუწყება, პრევენციული ღონისძიება სავარაუდოდ პუტინის უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

გერაშენკოს ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა მოსახლეობას ასევე მოსთხოვეს, სამხედრო აღლუმის დროს 9:00 საათიდან 13:00 საათამდე დაეკეტათ ყველა ფანჯარა.