რუსეთის ელჩს პოლონეთში ფაშისტი ეძახეს და წითელი საღებავი შეასხეს

რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ​​ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების მავზოლეუმის მახლობლად ჩატარებული აქციის დროს წითელი საღებავი შეასხეს. მას პოლიციის თანხლებით მოუწია ადგილის დატოვება.

ანდრეევი მემორიალთან მივიდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის ყვავილებით შესამკობად. მომიტინგეებმა მას ფაშისტს ეძახდნენ. ინციდენტის შემდეგ ელჩმა პოლიციის თანხლებით ადგილი დატოვა.