„ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელოდება” – პესკოვის აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთმა უკრაინას დახვეწილი ფორმულირებებით შემუშავებული დოკუმენტის პროექტი გადასცა

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვმა აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთმა უკრაინას მკაფიო ფორმულირებებით შემუშავებული დოკუმენტის პროექტი გადასცა.

„მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში უკრაინულ მხარეს გადაეცა დოკუმენტის პროექტი მკაფიო, დახვეწილი ფორმულირებით. ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელოდება“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა არ ჩქარობს რეაგირებას.

„მათი ქმედებები ისეთ განცდას ტოვებს, რომ ისინი არ ცდილობენ პროცესის გააქტიურებას”, – ამბობს პესკოვი.