„უკრაინელები იმდენად დემორალიზებულები არიან, რომ როგორც კი ჩეჩენს ხედავენ, მაშინვე გარბიან“ – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინელები „დემორალიზებულები“ არიან და სამხედრო ტექნიკას „ტოვებენ“.

„უკრაინელი მებრძოლები იმდენად დემორალიზებულები არიან, რომ როგორც კი ჩეჩენს ხედავენ, მაშინვე გარბიან. ხშირად ასეთ სიტუაციებში ჩვენს მებრძოლებს რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფას საჩუქრებს უტოვებენ.

ზოგადად, ჩვენი მებრძოლების აღჭურვილობასთან დაკავშირებით ძალიან კარგი მდგომარეობაა. შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან იარაღის რეგულარული მიწოდება ძალიან სასარგებლოა. ჩვენი ბიჭები ითხოვენ კიდევ რამდენიმე ერთეულის გადაცემას“, – აცხადებს კადიროვი.