800 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 73 270 (+800) ოკუპანტია ლიკვიდირებული.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 2 ნოემბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 714 (+16), ჯავშანტექნიკა – 5 525 (+24), საარტილერიო სისტემები – 1 733 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 387 (+4), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 198 (+1), თვითმფრინავი – 277 (+1), ვერტმფრენები – 258 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1438 (+23), ფრთოსანი რაკეტები – 397 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 153 (+10), სპეციალური ტექნიკა – 154 (+0).