ლენტეხის მერის კაბინეტი დაცხრილეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ონიანის კაბინეტი დაცხრილეს, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა და შენობაში არავინ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.