რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, 100 ბიძინა რომ გვყავდეს – ინჯიას ხოტბა ოლიგარქს

ფსევდო-ოპოზიციური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პრორუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებაში „ოცნების” წევრებსაც კი გაუსწრო.

როგორც ინჯია ამბობს, საქართველო ძალიან ძლიერი იქნებოდა თუ მას არა ერთი, არამედ ასი ბიძინა ეყოლებოდა.

„ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს და ჩადო ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახით, როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე, წინა ხელისუფლების პირობებში. ადამიანს, რომელსაც მილიარდები აქვს საქართველოში შემოტანილი და ადამიანებს, გარკვეულ ჯგუფს, რომლებსაც მილიარდები აქვთ გატანილი საქართველოდან, ხმასაც არ იღებენ და არცერთ რეზოლუციაში ამაზე საუბარი არ არის.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს ასი ბიძინა ივანიშვილი, ასი და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. როგორი იქნება ჩვენი საქართველო?

რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა” – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.