„მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას” – რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე

რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნიკა პატიმრობაში დარჩება 4 წლის განმავლობაში. მე მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას ამყარებს” – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ