2023 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობით დაიგეგმება – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა რუსთავში

2023 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობით დაიგეგმება – ეს რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა.

ფრაქციის წევრები მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს დაურიგებენ და ასე განსაზღვრავენ მომდევნო წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პრიორიტეტებს.