,,სანქციები მუშაობს დემოკრატიის პირობებში, რუსეთში კი ის არ არსებობს” – ბელგიელი ევროპარლამენტარი, გაი ვერჰოფშტადი

ბელგიელი ევროპარლამენტარი გაი ვერჰოფშტადი ევროდეპუტატებს იმ სტრატეგიულ შეცდომაზე ესაუბრა, რომელსაც ისინი უკრაინასთან მიმართებაში უშვებენ. ის ამბობს, რომ სანქციები დემოკრატიულ სამყაროში მუშაობს. ევროპას ის რუსეთზე, მეტი ზეწოლისკენ მოუწოდებს.

,,იცით, რატომ არ მუშაობს თქვენი სტრატეგია? იმიტომ, რომ პროგრესირებადი სანქციები ავტოკრატების წინააღმდეგ არასდროს მუშაობს. ეს მუშაობს დემოკრატიის პირობებში, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევები არსებობს, რეალური კვლევები. რუსეთში კი საზოგადოებრივი აზრის რეალური კვლევები აღარ არსებობს. მეხუთე პაკეტი რა არის, ქვანახშირი? – ეს ხომ სასაცილოა. ეს რუსეთიდან იმპორტის მხოლოდ 3%-ია. სვიფტი? – ესეც სასაცილოა. იმიტომ რომ ფინანსური ინსტიტუტების 50% ამ აკრძალვას თავს აარიდებს. ოლიგარქები? – ისინიც აიცილებენ სანქციებს თავიდან საბოლოო ჯამში.

თქვენ უნდა მიხედოთ იმ 6 ათას ადამიანს, რომელიც პუტინის გარშემოა შემოკრებილი. ჩვენ მათი სახელები ვიცით. ალექსეი ნავალნიმ ამ 6 ათასი ადამიანის სია უკვე შეადგინა. ” თქვა გაი ვერჰოფშტადიმ ევროპარლამენტში სიტყვითგამოსვლისას.