“ეს კაცი რუსული დემაგოგიის გამჟღერებლად შეიყვანეთ გამსვლელ სიაში?”

   ოკუპაციის შესახებ კანონი უფრო ლიბერალური გახდება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2013 წელს დარეგისტრირებულ კანონზე მსჯელობას იწყებს.

კომიტეტის წევრი, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ არსებული კანონი რუსეთმა მიხეილ სააკაშვილს მიაღებინა და ის გასაუქმებელია.

„რუსეთის ინტერესები კი არ გამოიკვეთება, ეს კანონი არის ქართველების წინააღმდეგ. ეს კანონი მიიღეს იმის გამო, რომ ქართველები, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები არ შევიდნენ აფხაზეთში, არ  იყიდონ მიწები და არ გააქართულონ იქაურობა. ამის საწინააღმდეგოდ მიაღებინეს რუსებმა სააკაშვილს ეს კანონი და ეს კანონი არის გასაუქმებელი,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მის ამ განცხადებას “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია ეხმიანება და „პატრიოტთა ალიანსს“ მიმართავს:

13627232_514517465425254_8866719725810639554_n

-“ემზარ კვიციანი: “რუსეთი არაა ოკუპანტი”..
კვიციანი გარკვეული თემაა. “პატრიოტთა ალიანსს” მივმართავ – ფრაქციის წევრი შეუთანხმებლად ასეთ განცხადებებს როგორც წესი არ აკეთებს. ეს კაცი რუსული დემაგოგიის გამჟღერებლად შეიყვანეთ გამსვლელ სიაში??? კარგად დაუკვირდით რას ამბობს – ის ითხოვს რომ რუსეთის მოქალაქეებს მიეცეთ უფლება შეიძინონ ქონება აფხაზეთში. გააგრძელეთ ეს აზრი და გამოითვალეთ რამდენ ხანში შეიძენენ რუსეთის მოქალაქეები ყველა უძრავ-მოძრავ ქონებას აფხაზეთში… ერთ წელიწადში იქ ქართული აღარაფერი დარჩება!!!
ვინც რუსეთის ინტერესებს იცავთ, ჩემთვის ყველანი გაშიფრულები ხართ!“-წერს ფანცულაია.

 

კომენტარის დატოვება