თელავში, იმედა კევლიშვილი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს, თუმცა პარტიიდან წასვლას არ აპირებს

თელავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას” იმედა კევლიშვილი ტოვებს.

მიზეზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ცვლილებაა.

მისი თქმით, თელავის საკრებულოს ოფიციალურად დღეს უკვე მიმართა.

იმედა კევლიშვილი პარტიას არ ტოვებს, თუმცა აცხადებს, რომ არ სურს დავით კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან ასოცირდებოდეს.

ნახეთ ასევე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა