რუსი დეპუტატის მუქარა საქართველოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ივან სუხარევი აცხადებს, რომ თბილისმა რუსეთის დელეგაციის მიმართ აგრესია გამოიჩინა. მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 3 წლის განმავლობაში საქართველო ითხოვდა მართლმადიდებლური ფორუმის თბილისში ჩატარებას და შემდეგ “მასპინძლობის” მაგივრად ადგილი ჰქონდა აგრესიას.

-”თუ აშშ-ს რომელიმე სენატორს ამ გზით გამოუშვებდნენ ქვეყნიდან, ძალიან ცოტა ხნის შემდეგ, აშშ-ს გადამზიდავები ბათუმის სანაპიროზე იქნებოდნენ და ამერიკული სპეცრაზმი თბილისში ჩავიდოდა” – აღნიშნა სუხარევმა და დასძინა:

-“რუსეთი უახლოეს მომავალში საქართველოს ყველაზე მწვავე  პასუხს გასცემს”.