“ციანიდის საქმის” კონტექსტში ნამდვილად საინტერესოა ეს ფაქტი…

არჩილ გამზარდია
-“ციანიდის საქმის” კონტექსტში ნამდვილად საინტერესოა ეს ფაქტი. მეუფე გერასიმე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად სწორედ იმ დროს დაადგინეს, როდესაც პატრიარქი გერმანიაში იმყოფებოდა. იმ ვითარებაში ბლანკი, ბეჭედი თუ ა. შ. არანაირად არ უნდა ყოფილიყო გერმანიაში. საინტერესოა განიმარტოს როგორ მოხდა იმ დროს, იმ მოცემულობასა და ვითარებაში მეუფე გერასიმესთვის ახალი ეპარქიის გადაცემა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძის დაკავების შემდეგ სწორედ მეუფე გერასიმეს ეპარქიამ გაავრცელა უწმინდესის ვიდეო, დაჩეხილი, რომელიც პატრიარქის საუბრის ინტერპრეტაციის საშუალებას ქმნიდა, თუმცა მოგვიანებით სრული ვიდეო სხვა წყაროებმა გაავრცელა.

იმედი მაქვს, იმისათვის რომ მცდარი მოსაზრებები და ეჭვები არ გაგვიჩნდეს, სათანადოდ განგვიმარტავენ, როგორ და რატომ მოხვდა გერმანიაში, პატრიარქის საავადმყოფოში ყოფნის დროს, ბლანკი, ბეჭედი და ა. შ. და როგორ მოხდა მეუფე გერასიმესთვის ახალი ეპარქიის გადაცემა, ვის მიერ და რატომ ასე საჩქაროდ.