ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი გარდაიცვალა

ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის მძიმე სენს ებრძოდა.
დიმიტრი ავალიანი წარსულში „ტაბულას” ჟურნალისტი იყო, ასევე მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებსა და რადიოში.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.