შრი-ლანკაში სტიქიისგან გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

შრი-ლანკაში წყალდიდობის შედეგად  გარდაცვლილთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა. 111 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო 500 ათასმა ადგილობრივმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი  დატოვა. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე  მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და სამხრეთ აზიას დასახმარებლად, რათა სტიქიის ზონაში წყალდიდობისგან გამოწვეულმა მძიმე შედეგებმა გაცილებით რთული მასშტაბი არ მიიღოს.