„პუტინის კეთილი ნება ვის გაუგონია“-რა დაუბრუნა რუსეთმა სასომხეთს…

ცნობილი რუსი მხატვრის მიხაილ ვრუბელის ნახატი „ეშმაკი და ანგელოზი თამარას სულით“  1995 წელს მოიპარეს სომხეთის რუსული მუზეუმიდან. ტილოზე 20 წელი არავის არაფერი სმენია. 22 წლის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ნახატი მოსკოვშ იპოვეს და ტრატიაკოვის გალერიას რესტავრაციისთვის გადასცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნახატი ძალიან დაზიანებული იყო, მისი აღდგენა მაინც მოხერხდა და აი, რუსეთის პრეზიდენტმა ტილო ტრეტიაკოვის გალერეაში საზეიმო ვითარებაში დაუბრუნა სომეხ კოლეგას, რომელიც მოსკოვში სომხეთის კულტურის დღეების გასახსნელად იყო ჩასული.

სომეხი პოლიტოლოგების ნაწილმა ფაქტის შეფასებისას განაცხადეს, რომ „პუტინის კეთილი ნება“ რაღაცით არის გამოწვეული და „მისი ეს ჟესტი სომხეთისგან რაიმე საპასუხო „საჩუქარზე“ მიანიშნებს“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასომხეთის კულტურის წარმომადგენლების ნაწილიც იზიარებს პოლიტოლოგების აზრს, თუმცა ხმამაღლა აზრის დაფიქსირებისგან ყველა თავს იკავებს.

ნახატის დაბრუნებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავენ რუსეთში და აცხადებენ, რომ ვალდებული იყო ტილო დაებრუნებინა ერევნის რუსული მუზეუმისთვის. რუსი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ სასომხეთი ახლა მაინც გაუფრთხილდება ნახატს და მუზეუმში სამუდამოდ დარჩება.