„ფარისევლური იყო ლოცვა ღია ცის ქვეშ…არაფერს კარგს არ მოიტანს ცენტრში მეჩეთის აშენების დაჟინებული მოთხოვნა“

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-ბატონი ნაკაიძისა და მისი თანამოაზრეების გამოსვლის გამო უნდა ვთქვა,რომ მათ პროტესტს არაფერი აქვს საერთო მორწმუნეთა უფლებების დაცვასთან.
საერთოდ გაუგებარია,რა კავშირი აქვს ლოცვასა და რწმენასთან მეჩეთის აშენებას ბათუმის ცენტრში.
აშკარად ფარისევლური იყო დემონსტრაციული ლოცვა ღია ცის ქვეშ, თითქოს აჭარაში ასობით მეჩეთი არ არსებობდეს.. ასეთმა მლოცველებმა თვითონ გაიხსენონ რას ამბობს სიცრუეზე და ფარისევლობაზე წინასწარმეტყველი მუჰამედი.
არაფერს კარგს არ მოიტანს მაინცდამაინც ქალაქის ცენტრში მეჩეთის აშენების დაჟინებული მოთხოვნა,რომელიც რელიგიურ-პოლიტიკური დომინირების დამყარების განზრახვითაა ინსპირირებული და დაპირისპირების მიზეზი გახდება.
“მე რომ ადამიანებს ადამიანების ხელით არ ვაჩერებდე,,არც ტაძრები და არც ქალაქები არ იარსებებდნენ” -წერია ყურანში.
ამიტომ იმ ადამიანებმა,რომლებსაც ევალებათ შეაჩერონ ნგრევის მანიით შეპყრობილი თანამოქალაქეები,ხელი დროზე უნდა გამოიღონ.
მერე გვიან არ იყოს..

  შეგახსენებთ: ბათუმში მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვა ღია ცის ქვეშ აღავლინეს. ისინი იმ ადგილას მივიდნენ, რომელიც სამლოცველოს ასაშენებლად შეიძინეს, სალოცავის აშენების ნებართვა კი ბათუმის მერიამ არ გასცა.

ადგილზე შეკრებილების განცხადებით, ისინი მანამდე გააგრძელებენ ღია ცის ქვეშ ლოცვას, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.