ვლადიმირ ზელენსკი – რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა უნდა შეწყდეს! მათ ვეღარ უნდა დააფინანსონ ჩვენი შვილების მკვლელობა

,,რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა უნდა შეწყდეს! მათ ვეღარ უნდა დააფინანსონ ჩვენი შვილების მკვლელობა”,  –  – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.

„უკრაინელებო, მთელი მსოფლიოს გარშემო! დაუკავშირდით პოლიტიკოსებს, ისუბრეთ ჟურნალისტებთან, მოახდინეთ ზეწოლა ბიზნესზე, რომ დატოვონ რუსული ბაზარი, რათა მათი დოლარი და ევრო არ გადაიხადონ ჩვენს სისხლში. უკრაინის წინააღმდეგ ომის ფასი, რუსეთისთვის უკიდურესად მტკივნეული უნდა იყოს.

ეს ზეწოლა არის ყველა უკრაინელის ამოცანა შინ და მის ფარგლებს გარეთ, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობრებისა და პარტნიორის. მსოფლიოში, ყველამ მორალური პოზიცია უნდა დაიკავოს. არა მხოლოდ სახელმწიფოებმა, არამედ კომპანიებმაც”, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე”.