ექვსი წლის უკრაინელმა ბიჭმა დაბადების დღეზე ნაჩუქარი დრონი უკრაინელ სამხედროებს გადასცა

ექვსი წლის უკრაინელმა ბიჭმა დაბადების დღეზე ნაჩუქარი დრონი უკრაინელ სამხედროებს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის საგანმანათლებლო ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სუმის ოლქის მაცხოვრებელმა, ექვსი წლის ბიჭმა უკრაინის სამხედროებს საკუთარ დაბადების დღეზე ნაჩუქარი დრონი გადასცა მას შემდეგ, რაც გაიგო მათი საჭიროებების შესახებ უპილოტო საჰაერო ხომალდებზე.