ანდრეი კასანოვი – ელჩი იგორ დოლგოვი ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან, საელჩო შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი იქნება მზად შეუდგეს თავის მოვალეობებს

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასანოვი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ფიზიკურად იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან. ამის შესახებ ანდრეი კასანოვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც უკვე ვთქვით, იგორ დოლგოვი, უკრაინის ელჩი საქართველოში გაწვეული არის კონსულტაციებისთვის. ფიზიკურად ის იმყოფება საქართველოში და ასრულებს ახლა კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან. როგორც წინა ბრიფინგზე ვთქვი, ახლაც გავიმეორებ, საქართველოში უკრაინის საელჩო შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი იქნება მზად და შეუდგება თავის მოვალეობებს“, – განაცხადა კასანოვმა.